უკრაინის პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემია ჩერნობილის ტრაგედიას შეადარა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ვიდეო მიმართვაში ვოლოდომირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კოვიდ 19-ის მსგავსად რადიაციაც უხილავი იყო და შესაბამისად მისი არავის ეშინოდა.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებმა უნდა გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია. ამ დროისთვის უკრაინაში კორონავირუსის 669 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილთა რიცხვი კი 17-ს აღწევს.