უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის აგრესიას 177 ბავშვი ემსხვერპლა, 336 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი დაშავებული ბავშვი დონეცკისა და კიევის რეგიონებში არიან.
„ამ დროისთვის ყველაზე მეტი დაშავებული ბავშვი დონეცკის რეგიონშია - 108, კიევში - 93, ხარკოვში - 76, ჩერნიგოვში - 51, მიკოლაევში - 40, ლუგანსკში - 35, ზაპოროჟიეში - 22, ხერსონში - 29, დედაქალაქ კიევში - 16, სუმში - 16, ჟიტომირში - 15", - წერს პროკურატურა.