logo
ENG



უკრაინის პროკურატურა: რუსეთის ომს, სულ მცირე 353 ბავშვი შეეწირა, 666 დაიჭრა

18 ივლ 202211:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/18/acg5ba16yblvjsu.jpg
(Nina Liashonok/Ukrinform/Future Publishing/Getty Images)

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომს, 24 თებერვლიდან დღემდე, სულ მცირე 353 ბავშვი შეეწირა, 666 კი დაიჭრა.

"ეს რიცხვები სავარაუდოდ უფრო მაღალი იქნება, რადგან ის არ მოიცავს დაღუპული ბავშვების რიცხვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რაიონებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს."- აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურატურა. 

დაშავებულთა უმეტესობა დონეცკში, ხარკოვსა და კიევში არის. 

პროკურატურის თქმით, სულ მცირე 2138 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, აქედან 221 მთლიანად განადგურდა.


close დახურვა