logo
ENG



უკრაინის რადამ წვევამდელთა დემობილიზაციის შესახებ კანონი მიიღო

23 თებ 202416:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/23/wbe9zlwa2xo3nyu.jpg

უკრაინის რადამ წვევამდელთა დემობილიზაციის შესახებ კანონი მიიღო. სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში გათვალისწინებულ ცვილელებებს მხარი 319-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

კანონის თანახმად, საომარი მდგომარეობის გამო მობილიზებული პირებს უფლება ექნებათ ვადის ამოწურვის შემდეგ სამხედრო სამსახურიდან პრეზიდენტის თანხმობით გათავისუფლდნენ. გარდა ამისა, დათხოვილი პირები 12 თვის განმავლობაში არ დაექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გამოძახებას, თუ თავად არ ექნებათ ამით სურვილი. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონპროექტი პარლამენტს 22 თებერვალს წარუდგინა. 

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან გამოცხადდა. 


close დახურვა