logo
ENG



უკრაინის საელჩოში ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში კასიანოვთან შეხვედრა გააუქმეს

06 დეკ 202215:31
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის საელჩოში ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში კასიანოვთან შეხვედრა გააუქმეს

უკრაინის საელჩოში აცხადებენ, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრი კასიანოვის შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გააუქმეს. ამის შესახებ ფორმულას საელჩოში დაუდასტურეს.

როგორც საელჩოში განმარტეს, რომ შეხვედრის გაუქმების შესახებ დაუკავშირდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში არ სცემენ პასუხს კითხვას, საერთოდ იყო თუ არა კასიანოვთან შეხვედრა ჩანიშნული.

"არ არის მასთან შეხვედრა", - განუცხადეს ფორმულას.

დღეს უკრაინის საელჩოში ბრიფინგი გაიმართა. უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის და პატივი მიაგო უკრაინაში დაღუპულ ქართველებს.

მან ამასთან გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა. კასიანოვის თქმით, უკრაინამ არაერთხელ მიმართა მთავრობას იარაღის, საბრძოლო მასალებისა და სხვა ტექნიკის დახმარებით თხოვნით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ამასთან, იგი ამბობს, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში დახმარება სჭირდებათ, თუმცა შესაბამის თხოვნაზე დადებითი გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ. კასიავნოვმა ამასთან მიუღებელი უწოდა "ომში ჩართვის" რიტორიკას. მან ისაუბრა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. ბრიფინგის დასასრულს მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე დააყენებდა.


close დახურვა