უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ საქართველოს საზღვარზე შეაყოვნეს.
როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ შემოუშვეს.
"გუშინ 40 წუთი მკითხავდნენ, თუ რატომ ჩამოვედი საქართველოში და მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ შემომიშვეს", - თქვა ომბუდსმენმა.
დენისოვამ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
გუშინ, 26 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდან კიევში გააბრუნეს.