logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: 12 დრონი და კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ

18 თებ 202410:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/18/dti5cc3c0x6jezb.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, უკრაინელებმა 12 უპილოტო საფრენი აპარატი და კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

"18 თებერვალს დილით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 12 უპილოტო საფრენი აპარატი და კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. გარდა ამისა, უკრაინელებმა მართვადი რაკეტა X-59-ის ჩამოგდებაც შეძლეს", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, ნიკოლაი ოლეშუკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა დაცველებმა სამი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება მოახერხეს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა