რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი მოკვდა. ზაფხულში მან რუსეთის პრეზიდენტისგან გმირის წოდება მიიღო, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინს "კონსტანტინოვკის აღების" შესახებ მოახსენა.
გენერალ-მაიორის სიკვდილი სპეციალური დანიშნულების რაზმ ახმატის მეთაურმა აფტი ალაუდინოვმა დაადასტურა, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია ოფიცრის გარდაცვალების გარემოებები.
"ნამდვილი მამაკაცი, ნამდვილი ოფიცერი და თავისი სამშობლოს დიდი პატრიოტი", - დაწერა მან Telegram-ზე.
არსებული ცნობებით, ანტონ გრუნისი უკრაინის ომში, ფრონტზე დაიღუპა, სავარაუდოდ, იმ ძალების მოქმედების ზონაში, რომლებსაც მეთაურობდა, თუმცა კონკრეტულად სად და როგორ - დაზუსტებული მაინც არ არის. რუსული წყაროები წერენ, რომ ეს დეტალები არ საჯაროვდება.
გენერალ-მაიორის ბიოგრაფიაში საქართველოსთან კავშირიც არის სამხედრო სამსახურის კუთხით. კერძოდ, ხელმისაწვდომი ბიოგრაფიული ცნობების მიხედვით, ანტონ გრუნისი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. რუსულენოვან ბიოგრაფიულ წყაროებში პირდაპირ წერია, რომ მას კავლილი აქვს "ომი საქართველოსთან". ამასთან, ის მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში, მოგვიანებით კი მსახურობდა სირიაში, ყირიმსა და უკრაინაში.
