უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ჩერნიგოვის ორი დასახლება - სლობოდა და ლუკაშევკა გაათავისუფლეს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის გრძელდება პერიმეტრის ნაღმებისგან გაწმენდის სამუშაოები, რომლებიც რუსებმა დატოვეს. ასევე სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას ეხმარებიან.
ოპერაცია ოპერატიულმა სარდლობამ - "ჩრდილოეთი" ჩაატარა.