უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების 15 ფრთოსანი რაკეტა და 21 დრონი გაანადგურეს. ძირითადი თავდასხმა რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მიიტანეს. ინფორმაციას გენშტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა თავდასხმის დროს ირანული შაჰიდის დრონები გამოიყენეს. რუსებმა იერიშის მიტანა უკრაინის დედაქალაქზე დაახლოებით 23:00 საათზე დაიწყეს.
გენშტაბში ამბობენ, რომ ფრთოსანი რაკეტები უკვე გვიან, ღამის საათებში გამოიყენეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მათი ჩამოგდება შეძლეს.