უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთისა და სამხრეთის ნაწილებში, რამდენიმე მიმართულებით რუსი ოკუპანტების შტურმი მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
გენშტაბში ამბობენ, რომ ხარკივის მიმართულებით ოკუპანტები ცდილობენ დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას, ისვრიან ტანკებიდან და იყენებენ არტილერიას, თუმცა უკრაინელი სამხედროები მტერს უტევენ.
სლავიანსკის მიმართულებით რუსები ცდილობენ პოზიციების გაუმჯობესებას და სხვადასხვა მძიმე ტექნიკას იყენებენ, თუმცა უკრაინული მხარე შტურმს იგერიებს.
"ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დასახლებულ პუნქტებში: სევერსკი, ვერხნეკამენსკოეში, სერებრიანკაში, იაკოვლევკაში და სხვაგან. უკრაინელმა სამხედროებმა შტურმი მოიგერიეს, გაუხსნეს საპასუხო ცეცხლი ყველა თავდასხმი დროს, რის შედეგადაც ოკუპანტებმა დიდი დანაკარგი განიცადეს", - აცხადებენ გენშტაბში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. დაიღუპა ასობით ათასი ადამიანი, ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი.