უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა.
რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის ინფორმაციით შვიდ მუნიციპალიტეტში 47 კერძო სახლი დაზიანდა.
მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში ხანძარი "ვოლოდარსკაიას" ხაზობრივ საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურის ტერიტორიაზე გაჩნდა.
"ვოლოდარსკაია" შედის "ტრანსნეფტეპროდუქტის" შემადგენლობაში და ღია წყაროებში მოსკოვის რეგიონის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობტერმინალად და მოსკოვისა და მოსკოვის ოლქისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდების მნიშვნელოვან კვანძად არის მოხსენიებული.
სააგენტო ТАСС უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოსკოვზე განხორციელებულ 5-6 ოქტომბრის ღამის შეტევას ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად აფასებს.
საჰაერო საფრთხის გამო, თურქეთიდან მოსკოვისკენ მიმავალი ოთხი თვითმფრინავი უკან დაბრუნდა.
