logo
ENG



უკრაინულმა დრონებმა ორენბურგსა და უფაში Ozon-ის მსხვილ საწყობებს დაარტყეს

27 აგვ 202612:06
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/27/yzduh0woy10b7eg.png

27 აგვისტოს ღამეს, უკრაინული დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ქალაქებში, ორენბურგსა და უფაში მდებარე Ozon-ის საწყობებს. კომპანიის ცნობით, პერსონალის ევაკუაცია დროულად განხორციელდა და წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.

ორენბურგში ობიექტმა მუშაობა უკვე აღადგინა, უფაში კი საწყობი დაზიანების გამო დროებით დაიხურა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, Wildberries-ის საწყობებზე განხორციელებული იერიშების შემდეგ, OZON-ის უმსხვილესი ჰაბების რიგიც დადგა — სამ დღეში უკრაინელმა სამხედროებმა კომპანიის საწყობების მთლიანი ფართობის 6%-ზე მეტი (233 ათასი კვ.მ) გამოიყვანეს მწყობრიდან.

Wildberries-ს რაც შეეხება, აგვისტოს მონაცემებით, კომპანიამ თავისი საწყობების საერთო ფართობის 31% დაკარგა, ხოლო მიყენებული ზარალი 878 მილიარდ რუბლად ფასდება.


close დახურვა