logo
ENG



უკრაინულმა ძალებმა ნოვა კახოვკაში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურეს

17 აგვ 202217:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/17/bdex646o77dm9ci.png

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათმა ძალებმა ხერსონის ოლქში, ნოვა კახოვკაში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურეს. 

გავრცელდა ვიდეო, რომელიც სარაკეტო თავდასხმის შედეგებს ასახავს. კადრები, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ გადაიღო. 

"ეს არის ის, რაც ჩვენი ქოხიდან დარჩა, ხოლო იქ, შორს, არის ის, რაც სიგნალიზაციისგან დარჩა".- ამბობს ვიდეოს ავტორი და ნანგრევებზე მიუთითებს. 

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ წინასწარი ინფორმაციით, "ეს არის ვიდეომტკიცებულება "მოწევისა დაუდგენელ ადგილას", რომელიც ნოვა კახოვკაში მდებარეობს". 

უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსი სამხედროების დანაკარგი 10-15 ჯარისკაცია. 


close დახურვა