![2022/09/13/9rjfu1a6009nrub.jpg](/uploads_script3/articles/2022/09/13/9rjfu1a6009nrub.jpg)
უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკივის ოლქის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი გაათავისუფლეს. ინფორმაციას სპეციალური ოპერაციის ძალები აზოვ ხარკოვი ავრცელებს.
მათვე ცნობით, გათავისუფლებულია ხარკივის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი სოფელ ვესელოედან ქალაქ ვოლჩანსკამდე.
"რაიონების – ტერნოვაიას, ვარვაროვკას, იზბიცკოეს, სტარიცას სრული დეოკუპაცია. კონტროლის ქვეშაა სახელმწიფო საზღვარი"- აცხადებენ ისინი.