logo
ENG



უმრავლესობა საარჩევნო სისტემაზე მსჯელობისთვის 15:00 საათზე შეიკრიბება

09 დეკ 201912:41
3 წუთის საკითხავი
 
5ljzap2t9iotnbv.jpg

უმრავლესობა საარჩევნო მოდელის განსახილველად "ქართული ოცნების" ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბება. შეხვედრა დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. ხელისუფლება გუშინ გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო წარმომადგენლების მიერ შეთავაზებულ ვარიანტს განიხილავს, რომლის თანახმადაც შესაძლებელია დაინერგოს 73 მაჟორიტარული მანდატის მრავალმანდატიან ოლქებში განაწილების პრინციპი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უმრავლეოსობა, ოპოზცია და საერთაშორისო პარტნიორები, წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ საარჩევნო წესის გარშემო შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე. შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა მხარეები დათანხმდნენ საერთაშორისო პარტნიორების მიერ შეთავაზებული ვარიანტის განხილვაზე.  

 


close დახურვა