logo
ENG



უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა ფიქსირდება

12 აპრ 202614:08
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/12/l63o2qxdc6v0nih.png

უნგრეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა ფიქსირდება. ოფიციალური მონაცემებით, 12 აპრილის არჩევნებზე 09:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 16.89%-მა დააფიქსირა, რაც წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება.

ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის შეფასებით, დილის საათებში დაფიქსირებული მაჩვენებელი უპრეცედენტოა და მოქალაქეების მაღალ ჩართულობაზე მიუთითებს. ანალიტიკოსები ამ აქტივობას არჩევნების გადამწყვეტი მნიშვნელობით ხსნიან, რომელიც ქვეყნის მომავალ პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავს.

საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეფერხებების გარეშე მუშაობს. მაღალი ინტერესის ფონზე, ექსპერტები დღის განმავლობაში აქტივობის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ. არჩევნების საბოლოო შედეგები უბნების დახურვისა და ხმების დათვლის შემდეგ, გვიან ღამით გახდება ცნობილი.


close დახურვა