logo
ENG



უნდა გავაღვიძოთ - აქტივისტები სოფო კილაძესთან მისვლას აპირებენ

05 დეკ 201909:07
3 წუთის საკითხავი
 
m2m30t6dbikx6kh.jpg

„გაბედეს" აქტივისტები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს მიაკითხავენ. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, ისინი სოფიო კილაძის უმოქმედობას გააპროტესტებენ. აქტივისტები ამბობენ, რომ უკანონო დაკავებებისა და ფიზიკური გასწორების შემდეგ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს მათ დასახმარებლად არაფერი გაუკეთებია.

„ამ ქალს თავისი თანამდებობიდან გამომდინარე ერთი სიტყვა მაინც უნდა ეთქვა. დაგვიჭირეს, გვცემეს და ხმაც კი არ ამოუღია ადამიანს. ხომ უნდა გავაღვიძოთ?! შევაფხიზლოთ და ვანახოთ რა ხდება ქვეყანაში“, -  აღნიშნა "გაბედეს" აქტივისტმა ლაშა დიაროვმა. 

შეგახსენებთ, რომ „გაბედეს" ერთ-ერთი წევრი ერთი კვირის წინ  პოლიციასთან დაუმორჩილებლობისა და სიტყვიერი შეურაცხოფისთვის დააკავეს. სამი დღის წინ კი, ხუნდაძის ბიუროსთან  მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისთვის, ქართული ოცნების  წარმომადგენლები მშვიდობიან აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

 


close დახურვა