logo
ENG



უნდა თუ არა, ეს ხელისუფლება შეიცვლება - ნიკა მელია

24 ნოე 201922:15
3 წუთის საკითხავი
 
omqsrlx1clv6bon.jpg

ნიკა მელიას თქმით, ეს ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება.

„ვთანხმდებით ყველა, რომ არსებული ოლიგარქიული წეს-წყობილება უნდა შეიცვალოს. ამის შემდეგ, კი, ბატონო, მოვიპოვოთ საერთო სამართლიანი თამაშის წესები. ამის შემდეგ კვლავ დავუბრუნდეთ პაექრობას. მაგრამ როცა ოპოზიციურ პლატფორმებზე არსებობს რესურსი საერთო ენის გამონახვისა, ეს წაადგება ამ ქვეყანას და არა ცალკეულ ოპოზიციურ ლიდერებს, ვინაიდან უნდა ეს ხელისუფლებას თუ არ უნდა, ეს ხელისუფლება შეიცვლება. როცა პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ურთიერთობები უნდა ნორმალიზდეს ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს, ეს რისკებს ამცირებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებისა და ა.შ.“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ ისაუბრა.


close დახურვა