მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართულ პოლიტიკურ სპექტრს არ უნდა დასჭირდეს ევროპელი პარტნიორების ჩარევა, ისე უნდა მოახერხოს გაერთიანება. მისივე განცხადებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ისინი არ ელოდნენ მოლაპარაკებებიდან მალევე და აცდიან „ქართულ ოცნებას“, რომ გაათავისუფლონ პატიმრები.
„მე ჩქარა არ ველოდი შეთანხმების შესრულებას. ეს იყო ჯენტლმენური მოლაპარაკება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ წერილებში ხაზგასმულია, რომ ამას ხელისუფლება იყენებს პოლიტიკური დევნისთვის - ისინი ამას ვერ აღიარებდნენ. არსებობს მოლაპარაკება - რეკომენდაცია, რომ მივცეთ დრო, რომ კორექტულად გამოვიდნენ სიტუაციიდან და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. არ უნდა დაგჭირდეს უცხოელი პარტნიორების ჩარევა - უნდა გავიაზროთ, რომ პანდემია არის სერიოზული გამოწვევა, რომელსაც ყველა ებრძვის და იქნებ მივხვდეთ, რომ უნდა გადავდოთ პირადი პოლიტიკური შეხედულებები და ვიზრუნოთ მოსახლეობაზე", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ლელომ“ მთავრობას ინტერპარტიული კომიტეტის შექმნის თხოვნით მიმართა.