logo
ENG



უნდა მოვემზადოთ, რომ უახლოესი კვირები, ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების ზრდა იქნება - იმნაძე

26 მარ 202016:33
3 წუთის საკითხავი
 
b0vxmn8ft1rhqur.png

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, უახლოეს კვირებში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება დაფიქსირდება. 

გარდა ამისა, იმნაძის თქმით, ქვეყანაში ყველა საჭირო ღონისძიება დროულად ჩატარდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 4-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდებოდა. 

"დღეს არის 1 თვე რაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა დადასტურდა. თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას, რომ არ გატარებულიყო ყველა ის ღონისძიება, რაც ჩატარდა თავის დროზე ეტაპობრივად, წესით 4-ჯერ მეტი შემთხვევა იქნებოდა ქვეყანაში. მესმის რომ ყველას აინტერესებს რა მოხდება, მაგრამ როდესაც ქვეყანაში დაიწყება ფართო შიდა გავრცელება, შემდგომ ვიტყვით როდის იქნება პიკი. მანამდე უნდა მოვემზადოთ, რომ უახლოესი კვირები, ქვეყანაში დაავადების შემთხვევების ზრდა იქნება", - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების სულ 79 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 10 პაციენტი უკვე განიკურნა. კარანტინში 4 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება. 


close დახურვა