დაკავება წიგნების ძარცვის ბრალდებით. საქართველოში ოთხი პირი აიყვანეს. გამოძიება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ჩატარდა, ჯგუფის გამოვლენაში მონაწილეობდნენ სპეციალისტები შვეიცარიიდან, ლიეტუვიდან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. პროკურატურის ცნობით, საუბარია უნიკალურ გამოცემებზე, რომელსაც ორგანიზებული ჯგუფი, გამოძიების ვერსიით, ევროპის ბიბლიოთეკებიდან იპარავდა და ყალბი ასლებით ანაცვლებდა. სქემა 2022 წლიდან მოქმედებს.
უნიკალური წიგნების ქურდობის სქემა
25 აპრ 202420:44
3 წუთის საკითხავი