logo
ENG



უოლასი: რუსეთი იმედგაცრუებულია ხერსონის დაკარგვით, მაგრამ დათმობისგან შორსაა

13 ნოე 202219:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/13/tpwf4m38el0h69r.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის განცხადებით, რუსეთი იმედგაცრუებულია ხერსონის დაკარგვით, მაგრამ დათმობისგან შორსაა.

"ხერსონი იყო ერთ-ერთი სამიზნე. რუსეთმა წარუმატებლობა განიცადა, მაგრამ უკრაინამ მისი დაბრუნება შეძლო. რეალურად, ჩნდება კითხვა რუსეთის მოსახლეობასთან: რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო? ეს აჩვენებს უკრაინის შესანიშნავ შესაძლებლობებს.

რუსეთი ჯერ კიდევ შორსაა დათმობისგან. ისტორია შეგახსენებთ, რომ რუსეთი შეიძლება იყოს სასტიკი საკუთარი ხალხის მიმართ", - თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის 60 დასახლებულ პუნქტში კონტროლი დაამყარეს და ამ მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის მთელი მარჯვენა სანაპიროს დეოკუპაცია მოახდინეს.


close დახურვა