logo
ENG



უპრეცედენტო და ზღვარგადასულია - წულუკიანი დამკვირვებლის გატაცებაზე საუბრობს

25 ოქტ 201911:54
3 წუთის საკითხავი
 
uslgkqz49w1ptqv.png

მუღებელი, უპრეცედენტო, ზღვარგადასული-ასე აფასებენ საქართველოს ხელისუფლებაში ევროკავშირის დამკვირვებლების გატაცების ფაქტს. საგარეო საქმეთა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ  ევროკავშირის მისია ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო მექნიზმია საქართველოსთვის და მისი საქმაინობის ამ ფორმით შეფერხება, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. 

"მიუღებელია მისიის საქმიანობის ხელის შეშლა, რამდენადაც ის წარმოადგენს მონიტორინგის ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე. მომხდარი ფაქტი განიხილება დღეს გამართულ საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ შეხვედრაზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ასევე დღის წესრიგშია ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება. ასევე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები,"-განმარტავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი.

მომხდარის გამო საოკუპაციო რეჟიმს აკრიტიკებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. 

"უპრეცედენტოა და ზღვარგადასულია უკვე. მიუხედავას იმისა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო ფორუმზე და მათ შორის სტრასბურგის დავებშიც, მუდმივად აღვწერდით და ვასახელებდით ჩვენი მოქალაქეების გატაცების, მათდამი ცუდი მოპყრობის და რამდენიმე ტრაგიკულ შემთხვევაში გარდაცვალების შესახებ ფაქტებს ვასაჩივრებდით, ახლა უკვე ამას დაემატა საერთაშორისო დამკვირვებლის გატაცება, რაც სავალალო ფაქტია,"- აცხადებს წულუკიანი.


close დახურვა