logo
ENG



ურთულეს ვითარებაში მივაღწიეთ იმას, რაც საზოგადეობისთვის სანატრელი იყო - მარგველაშვილი

09 მარ 202018:20
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის შეხვედრა, რომელიც ლეიბორისტულ პარტიაში იმართებოდა, დასრულებულია. პირველად ოპოზიციურ მოლაპარაკებებს საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა, მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ოპოზიციას მიღწეული შეთანხმებისთვის. 

„თქვენი ძალიან პრინციპული ბრძოლით და უნარით, რომ გადალახოთ წინააღმდეგობები, დიდი კვალიფიკაციით მიაღწიეთ იმას, რაც საზოგადოებისთვის სანატრელი იყო. ამას მიაღწიეთ ურთულეს ვითარებაში. მადლობა მინდა ვუთხრა სამოქალაქო აქტივისტებსაც - ამისთის მოვედი, რომ ამ ბრძოლისთვის გითხრათ მადლობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები აცხადებენ, რომ დაელოდებიან ხელისუფლების მხრიდან პირობების შესრულებას და შემდეგ ისინი, სავარაუდოდ, დაუბრუნდებიან პარლამენტს. 

„ახალა მოლოდინი არის ის, რომ იქნება 30 მაჟორიტარული ოლქი და მოლოდინი რჩება, რომ იქნება სრული შეთანხმება. ვმუშაობთ იმაზე, რომ შევიმუშავოთ ჩვენი ვერსია მაჟორიტარული ოლქების საზღვრებისა", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეხვედრაზე საერთო სტრატეგიაზე იმსჯელა  და შეიმუშავა საერთო განცხადების ტექსტი. 

„ძალიან კარგი ტექსტია, რითაც გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას. მადლობას ვუხდით დასავლელ მეგობრებს და ხაზს ვუსვამთ ჩვენს პრინციპულობას და კონსტრუქციულობას, და ვლაპარაკობთ პოლიტიკურ თემებზე", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

გირჩში“ კი ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან დაპირების არშესრულება მოსალოდნელია, ამიტომაც სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

შევთანხმდით იმაზე, რომ ვისაც შეუძლია ერთხელ გადაგაგდოს, შეუძლია მეორედაც გადაგაგდოს. ამიტომ გვჭირდება სიფრთხილე, რომ ეს მივიყვანოთ ბოლომდე. ვიქნებით ამ პროცესში კორექტულები და არ მივცემთ მმართველ პარტიას იმის საფუძველს, რომ ვიღაცა ვიღაცაზე გაბრაზდეს და შემდეგ პარლამენტში აისახოს ეს გაბრაზება", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შეთანხმება გუშინ შედგა - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120-30 პროპორციით ჩატარდება.


close დახურვა