logo
ENG



ურსულა ფონ დერ ლაიენი: მზად ვართ უნგრეთის მთავრობასთან მუშაობა მალე დავიწყოთ

13 აპრ 202616:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/13/scevc6gi1wfhf8z.png

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უნგრეთს პეტერ მადიარის გამარჯვება მიულოცა. მისი თქმით, არჩევნებში უნგრელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა და ევროპული კურსი დაიბრუნა.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული 17 მილიარდი ევროს ოდენობის თანხის განბლოკვას, პეტერ მადიარის მთავრობასთან მუშაობას ფონ დერ ლაიენმა უპასუხა, რომ მზად არიან უნგრეთის ახალ მთავრობასთან მუშაობა რაც შეიძლება მალე დაიწყონ.

"მზად ვართ, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობასთან მუშაობა რაც შეიძლება მალე დავიწყოთ, რათა უნგრელი ხალხის სასიკეთოდ სწრაფი პროგრესი გვქონდეს", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.


close დახურვა