logo
ENG



ურსულა ფონ დერ ლეიენი:​ ბელარუსში ადამიანის უფლებების დამრღვევებს სანქციები უნდა დავუწესოთ

14 აგვ 202013:38
3 წუთის საკითხავი
 
k5rmnn6jwveptcg.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი მიიჩნევს, რომ მათ, ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს, დამატებითი სანქციები უნდა დაუწესონ. 

შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა Twitter-ზე გაავრცელა. 

"დამატებითი სანქციები უნდა დავუწესოთ მათ, ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს ან ადამიანის უფლებების შელახვითაა დაკავებული. 

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დისკუსია გამოხატავს ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ბელარუსში ხალხის უფლებების ძირითადი თავისუფლებებისა და დემოკრატიის უფლებების შესახებ", - წერს ლეიენი. 


close დახურვა