უსახლკაროთა მხარდასაჭერად აქციები გაიმართლა მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში. დემონსტრაციების მონაწილეებმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენეს და თანხაც შეაგროვეს.
აქტივისტების განცხადებით, ერთი ღამის განმავლობაში უსახლკაროთა დასახმარებლად 50 მილიონი დოლარი შეგროვდა.
აქციები ლონდონში, ედინბურგში, კარდიფში, ნიუ-იორკსა და დუბლინში გაიმართა. მასში მონაწილეობა მსოფლიო ვარსკვლავებმაც მიიღეს. ტრაფალგარის სკვერზე შეკრებილებს ძილის წინ ზღაპრები ოსკაროსანმა მსახიობმა, ჰელენ მირენმა წაუკითხა.