logo
ENG



უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

17 ნოე 202612:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/17/pjs58z4i9yx2jo8.png

აბუ-დაბის სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს.

რუსული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის თხოვნის გათვალისწინებით და მხარეებს შორის შერიგების საფუძველზე მიიღეს.

შემცირდა მსჯავრდებულისთვის დაკისრებული ჯარიმაც, კერძოდ, 300 ათასი დირჰამიდან 150 ათას დირჰამამდე.

11 ნოემბერს, UFC-ის ქართველ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს და მის მეგობარს, 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილის აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერისას უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები მოულოდნელად თავს დაესხნენ.

ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ.

მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს კი ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის 50 000-იანი ჯარიმა დაეკისრათ


close დახურვა