logo
ENG



უსუფაშვილი: თბილისში, 8 ოლქში კანდიდატები გვეყოლება, მაგრამ შესაძლოა, იყოს გამონაკლისი

27 ივლ 202018:40
3 წუთის საკითხავი
clock 591
0weszrbo3ktpiao.jpg

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭი დიდუბე-ჩუღურეთში იყაროს.

ამასთან, როგორც უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ლელოს, თბილისის 8 ოლქში თავისი კანდიდატები ეყოლება, თუმცა უსუფაშვილის თქმით, შესაძლოა, გამონაკლისიც იყოს. 

"არ არის გამორიცხული დიდუბე-ჩუღურეთში ვიყარო კენჭი. არანაირი წინაპირობა, შეთანხმება და მოლოდინი, რომ იქ არ იქნება სხვა ოპოზიციური კანდიდატი არ არსებობს. თბილისში, 8 ოლქში ჩვენ კანდიდატები გვეყოლება, მაგრამ შესაძლოა, იყოს გამონაკლისი. ანუ, ეს ვერანაირად ჯდება იმ ფორმულაში, რაზეც ოპოზიცია შეთანხმდა. ჩვენ პატივს ვცემთ მათ შეთანხმებას, გვესმის შეთანხმების მონაწილე ადამიანების მიზნები და ამოცანები, მაგრამ „ლელოს“ ამ თვალსაზრისით აქვს ძალიან ჯანსაღი პოზიციონირება", - ამბობს უსუფაშვილი. 

მისი თქმით, სავარაუდოდ, აგვისტოს შუა რიცხვებში მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევა დასრულდება. 

"ჩვენ შესანიშნავი ურთიერთგაგება გვაქვს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ვისთანაც არ ვართ ამ შეთანხმებაში. გვესმის მათი პოზიციონირება და ასევე მათ ესმით ჩვენი. ამიტომ, „ლელო“ მოწადინებული ვართ, რომ რაც შეიძლება მალე, სავარაუდოდ აგვისტოს შუა რიცხვებისთვის, ყველა მხრიდან დასრულდება მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევა - დასახელების პროცესი და გადავერთვებით ჭეშმარიტად საარჩევნო კამპანიაზე", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი თბილისის 8 ოლქიდან 6-ზე შეთანხმდა და ერთობლივ კანდიდატები დაასახელა. კერძოდ, ელენე ხოშტარია – ვაკე; ნიკა მელია – გლდანი; გიორგი ვაშაძე – ისანი; ლევან ხაბეიშვილი – სამგორი; შალვა შავგულიზე – მთაწმინდა/კრწანისი და შალვა ნათელაშვილი – ნაძალადევი. ამ ეტაპზე ოპოზიცია არ ასახელებს დიდუბე/ჩუღურეთსა და საბურთალოზე კანდიდატებს. 


close დახურვა