გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ არჩევნების წინ ყველა ნაციონალად გამოაცხადოს.
უსუფაშვილის თქმით, არსებული სისტემით ნორმალურ ვითარებაში ჩატარებული არჩევნების ისევე ეშინია, როგორც პროპორციული არჩევნების.
„არსებული სისტემით ნორმალურ ვითარებაში ჩატარებული არჩევნების ისევე ეშინია, როგორც პროპორციული არჩევნების. იმიტომ ეშინია, რომ ჩვენ ოპოზიციამ ვთქვით, თუ ასე გაგრძელდა, მოვძებნით კოორდინაციის ფორმას. ამიტომ, დიახ, მას გამოსავლად მიაჩნია არეულ ვითარებაში გარკვეული საზოგადოების, მნიშვნელოვანი ნაწილის ისევე შეშინება, როგორც მოახერხა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ემანდ, ის არ ჩამოვიდეს, რომელიც უფრო მეტად არ გვინდა და იყოს ესო. ამ კარტის მეორედ გათამაშება უნდა. სწორედ აქეთაა მისი პროპაგანდა მიმართული, რომ ყველა „ნაციონალია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“, „ახალი მემარჯვენეები“ და „შენების მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ გაერთიანდნენ. მათ არც პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება გამორიცხეს.