logo
ENG



უსუფაშვილი: ივანიშვილის გეგმის მეორე ნაწილიც ესაა შეხლა-შემოხლის გამოწვევა

14 ნოე 201917:06
3 წუთის საკითხავი
 
ce24sv0i1o354lk.jpg

"ეს არ იყო მაჟორიტარების ამბოხი. ეს იყო ივანიშვილის ამბოხი",-ამგავრად შეაფასა "ფორმულასთან" "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

მან ასევე ისაუბრა მმართველი გუნდიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლის შესახებ და თქვა, რომ მსგავს პროცესებს მომავალშიც ელოდება. 

"მე ველი მსგავს განცხადებებს კიდევ , რადგან ბევრია ბეწვის ხიდზე ოცნებასთან. დარწმუნებული ვარ, ვინც ტოვებს დღეს უმრავლესობას, არ მონაწილეობდნენ ამ სპექტაკლში, მაგრამ მათ აკადრეს, რომ ყოფილიყვნენ სპექტაკლში. ველი რომ პროცესები სწორად წავა. ჩვენ გვჭირდება პრინციპულობა და იმის გააზრება რომ ერთ დღეში ასეთი პრობლემები ვერ გვარდება,"- აცხადებს უსუფაშვილი. 

მისივე თქმით, ივანიშვილის შემდეგ ნაბიჯი არეულობის შექმნა და ამ გზით ძალაუფლების შენარჩუნებაა.

"დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის გეგმის მეორე ნაწილი ესაა შეხლა-შემოხლის გამოწვევა, გადატრიალების მითის გამყარება, ვადამდელი არჩევნების ჩატარება და სააკშვილის ჩრდილის ქვეშ მოქცევა მთელი ოპოზიციის. გათვლა იმაზე, რომ კვლავ დაამარცხებს და შეინარჩუნებს ძალაუფლებას. უნდა იყოს ყველგან პროტესტი. დღეს რაც მოხდა, თითქოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წყობიდან გამოიყვანა დეპუტატები, თვალთმაქცობასაც საზღვარი აქვს,"- აცხადებს უსუფაშვილი.

 


close დახურვა