logo
ENG



უსუფაშვილი: პოლიტპატიმრები თუ ჰყავს ქვეყანას, იმას რატომ უნდა დაეხმარო

13 მაი 202021:55
3 წუთის საკითხავი
 

"ლელო საქართველოსთვის" წევრმა დავით უსუფაშვილმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი რადიკალური ცვლილებების მოყვარული პოლიტიკოსია, რათა ქაოსში სარგებელი ნახოს.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ყველაფერი „გაუპრავა“.

„ამაზე ახლომხედველი პოლიტიკოსი მე ქვეყნის სათავეში არ მახსენდება. არა თუ სათავეში, არამედ სათავესთან მიახლოებულ ადგილებშიც. მე იმ ადგილას დიდი ხანი არ ვყოფილვარ, 4 წელი შორიახლოს ვტრიალდები და ბევრი რამ შენც იცი და ერთადაც გვინახავს. ხელისუფლების სათავეებში მყოფი ადამიანებისგან ველით და ხშირად ასეა, რომ ორი სამი ნაბიჯი გათვლილია. აქ ჩვენ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ისევე როგორც 20 ივნისის განცხადება, რომ პროპორციულ არჩევნებს ჩავატარებთ, ეს იყო მის მიერ სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება. 180 გრადუსით ვითარებას შემოტრიალებას იწვევს ეს, მთელი კარტის არევას. მას მეთოდი აქვს, რომ შეარყიოს ყველაფერი, წონასწორობა დააკარგვინოს ადამიანებს და ამ ქაოსში რაღაცას სტაცოს ხელი სათავისოდ გამოიყენოს. ისევე როგორც პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა, ეს თავის რამოდენიმე უახლოეს თანამებრძოლს გაანდო და დანარჩენები მერე ვნახეთ რა დღეში იყვნენ. ისევე როგორც 8 მარტის შეთანხმებაზე დათანხმებით, რაღაც მომენტში ჩათვალა, რომ ახლა 180 გრადუსით შეტრიალება შესაძლებელია.

"ახლა უკვე სააკაშვილის კიევში დანიშვნით, მან ჩათვალა, რომ დემოკრატიულმა დასავლეთმა მის წინააღმდეგ საბოლოო შტურმი დაიწყო. ის სხვანაირად ვერ ხსნის. ამიტომ გადადგა ნაბიჯები უკრაინის როგორც სახელმწიფოსთან, საქართველოს როგორც სახელმწიფოს ურთიერთობის კითხვის ნიშნის დაყენებაზე. ახლა მიუბრუნდა ევროპას და ამერიკას - ა, თქვენ ეს მე გამიკეთეთ? ეს პირად უდიდეს ხიფათად ჩათვალა და ახლა შეტევაზე გადავიდა - მე კიდევ ამას არ გავაკეთებ. რატომ? მოსახლეობა კორონავირუსის დროს იმდენად გაჭირვებულია, რომ მთავრობის იქით გზა არ აქვს და არჩევნებზე მაინც მე დამიჭერს მხარს. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში ჩვენ ვნახავთ რაღაც რადიკალურ ცვლილებას. პრობლემა იმაშია, რომ არასახელმწიფოებრივი ქმედებებით მივედით იქამდე, რომ საქართველოს ეწებება შუბლზე პოლიტპატიმრების მქონე ქვეყნის იარლიყი, რომელიც ყველაფერში უდიდესი დაბრკოლებაა. პოლიტპატიმრები თუ ჰყავს ქვეყანას ის სტრატეგიულ პარტნიორად რატომ უნდა მოიხსენიო, ან დახმარება რატომ უნდა გაუწიო, ან ის ასობით მილიონი უნდა ჩამოვიდეს ევროკავშირიდან - ქვეყანა ზარალდება. მიშამ შვა ბიძინა უგუნური პოლიტიკით, ახლა ბიძინაა მიშას ხელახლა შობის მტკივნეულ პროცესში - ყველა და ყველაფერი „გაუპრავა“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.


close დახურვა