logo
ENG



უფლებადამცველები 20-21 ივნისს დაზარალებულებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ

05 ნოე 201920:18
3 წუთის საკითხავი
 
71vsxf8b67pyd4a.jpg

უფლებადამცველები პროკურატურას მოქალაქეების დაზარალებულად ცნობას სთხოვენ და განმარტავენ, რომ ამისთვის დამზარალებლის იდენტიფიცირება საჭირო არ არის. სამოქალაქო სექტორი ეჭვობს, რომ ხელისუფლებას არ სურს სამოქალაქო პირებს შორის ბევრი დაზარალებული ჰყავდეს, რადგან სტატუსი მათ საქმის მასალებზე წვდომის საშუალებას მისცემს. ეს კი სისტემური ხარვეზების გამოვლენას შეუწყობს ხელს. 

17 არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ დაზარალებულებისთვის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი კანონმდებლობით არსებობს. ისინი 20 ივნისის მოვლენების დეტალურ გამოძიებას ითხოვენ და პროკურატურას შერჩევით სამართალში ადანაშაულებენ.

გავრილოვის სისხლიანი ღამის დარბევისას 275 ადამიანი დაზარალდა, სხვა პირებთან ერთად, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსზე უარი უთხრა მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს, რომლებმაც რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგეს, ამავე დროს კი დაზარალებულის სტატუსით უკვე სარგებლობს 67 სამართალდამცველი.

 


close დახურვა