logo
ENG



უცებ მეტაკნენ და წამიყვანეს - გიგი უგულავა მის დაკავებაზე საუბრობს

29 ნოე 201911:59
3 წუთის საკითხავი
 
6oovrfg022pdybg.jpg

უცებ მეტაკნენ და წამიყვანეს... არაფრის მაქნისი საქმით არიან დაკავებულნი- ასე აფასებს ცოტა ხნსი წინ გათავიუსლფეული "ერვოპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა მიმდინარე მოვლენებსა და მისი დაკავების ფაქტს. 

"მოვედი ტაქსით და არა შმაქსით, სხვათაშორის. ამდაგვარს ველოდი. უცებ მეტაკნენ და წამიყვანეს. დანარჩენი თავად ნახეს. გზაში რა განმარტებაც გააკეთეს იყო ის, რომ რადგან ერთ-ერთი ლიდერი ხართ თქვენს სიტყვას შეიძლება რაიმე ესკალაცია მოყვეს და ამიტომ განგარიდეთ სიტუაციასო. ამას მხოლოდ კომლიმეტად მივიღებ. არაფრის მაქნისი საქმით არიან დაკავებულნი. რა მნიშვნლოვბა აქვს ვის დაიჭერენ, რადგან ეს ბრძოლა გაგრძელდება და თუ ახლა გადავყლაპეთ, არასდროს დასრულდება ეს პროცესი. მაშინ ჩვენ უნდა ჩავაბაროთ ჩვენი ქვყეანა. საპირწონედ არის მხოლდო სამართლიანი არჩევნებია. ნახეთ, რომ ივანიშვილი იმუქრება და მას თავგანწირვა ცუდი სიტყვა ჰქონია. რეალურად ამ თავგანწირვის მას უნდა ეშინოდეს",-განაცხადა უგულავამ. 

მისივე თქმით, ივანიშვილის მთავრობის ყველა წევრი ახლა მხოლდო ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს გამოსავლის პოვნას და მათ შორისაა თეა წულუკიანიც. მსგავსი მეთოდები რუსული პოლიტიკის ნაწილია.

"თეა წულუკიანი ყველა მისი გამოსვლისას  სკდება ბოღმისგან. უკბილო ხუმრობებით გამოირჩყოველთვს. ამ მთავრობის არსენალში მარტო ძალოვანი მეოთდები დარჩა. როცა ვამბობდით, რომ იავნიშვილი არის რუუსლი მოვლენა, ეს ფაქტი ბოლომდე გაშიშვლდა. ჩვენი ბრძოლა უკომპრომისოა და თავგანწირული როგორც ივანიშილი ამბობს",- აღნიშნა უგულავამ. 

შეგახსენებთ, ამ წუთებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფება ისუტიციის მინისტრი და აქციის მონაწილეები სწორედ მას ელოდებიან.

 


close დახურვა