logo
ENG



უცხოელი პარტნიორები პროპორციულზე: ველოდებით რომ ეს დაპირება შესრულდეს

05 დეკ 201917:00
3 წუთის საკითხავი
 
vbwv28dv7wdej9k.jpg

საერთაშორისო პარტნიორებს, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მხარეებს შორის დიალოგის იმედი აქვთ. დღეს ამ თემაზე კომენტარი, ევროსაბჭოს წარმომადგენელმაც გააკეთა. უცხოელი პარტნიორები, ქუჩაში გახშირებული ძალადობის ფაქტებს შეშფოთებით ადევნებენ თვალს და აცხადებენ, რომ დაპირება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, უნდა შესრულდეს.

"საქართველომ გადაწყვიტა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანიზაციის რეკომენდაციით ყოველივე ეს უკვე ასახულია კონსტიტუციაში. ეს არსებული რეალობაა და 2020 წლის არჩევნებისთვის დიალოგის რეჟიმზე გადავდივართ",-აცხადებს ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტან ურსე. 

უცხოელი პარტნიორები ხაზს უსვამენ პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობას და ასევე ყურადღებას ამახვილებენ საერთაშორისო დიპლომატების პროცესებში ჩართულობაზეც. თუმცა მათივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ქართველ პოლიტიკოსებზეა. 

"პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რაც ყველა სუბიექტსა და პარტიას მისცემს საშუალებას თავისი შესაძლებლობები წარმოადგინოს საქართველოს პოლიტიკაში დადებითი მიმართულებაა. მნიშვნელოვანია რომ დაპირება იყო გაცემული, ამიტომ ველოდებით, რომ ეს დაპირება შესრულდეს. შემაშფოთებელია ისიც, რომ ქუჩის აქციებმა ასევე შემაშფოთებელი სახე მიიღო. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და იმედი გვაქვს პრობლემის მოგვარება მოლაპარაკების გზით მოხდება. მივესალმები დიპლომატების ინიციატივასაც, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ გადაწყევტილება ქართველი პოლიტიკოსების ხელშია. როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მხრიდან",-აღნიშნავს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი. 


close დახურვა