logo
ENG



უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ლეგალური ყოფნის ვადა 1-ელ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ

17 დეკ 202009:11
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/17/3qltpbxg9m0q77g.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ლეგალური ყოფნის ვადა გაუხანგრძლივდათ.

უწყების ცნობით, პირები, რომლებიც 2020 წლის 14 მარტისთვის ლეგალურად იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო,  ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილნი არიან, იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის 1 ივლისამდე.

მათი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეული უნდა იყოს გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებული  შემდეგი  ოპერატიული გარემოებებით:

  • ა) თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;
  • ბ) თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
  • გ)  თუ  პირი  ჯანმრთელობის  მდგომარეობის  გამო  იმყოფება  საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;
  • დ) თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.

ამასთან,  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი  გარემოებებიდან გამომდინარე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება კანონიერად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისთვისაც, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების  შემთხვევაში.

განკარგულებაში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ლეგალური ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდათ განსაზღვრული.


close დახურვა