logo
ENG



უწმინდესმა მკითხა ანაკლიაზე, მითხრა რომ უნდა ვიყო ფრთხილად - მამუკა ხაზარაძე

17 ოქტ 201912:41
3 წუთის საკითხავი
 
gv15xw8bocjf287.jpg

მამუკა ხაზარაძემ საქართველოს საპატრიარქო ცოტა ხნის წინ დატოვა. შენობიდან გამოსვლისას მან კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ პატრიარქს ანკლიის პროექტზე ესაუბრა. მისი თქმით, ილია მეორე მიესალმება პროექტის განხორიციელებას. 

"​შევხდვდი უწმინდესს, მკითხა ანაკლიაზე, დამლოცა და მითხრა რომ უნდა ვიყო ფრთხილად, მშვიდად. მე არ დამიწყია არც ერთი ბიზნესი რომ არ მოვსულიყავი მაკეტით და არ დაველოცე საქმის დასაწყისში. ყველა საქმე დამთავრდა წარმატებით. დარწმუნებული ვარ ანაკლია აშენდება, ანაკლია წარმატებით აშენდება და მინდა მადლობა გადავუხადო უწმინდესს. უწმინდესი ამბობს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი არა მარტო საქართველოსთვის, არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ჩვენი მომავალი თაობისთვის",


close დახურვა