logo
ENG



უწყვეტი პროტესტი ჰონგ-კონგში - დემონსტრანტებმა ნაძვის ხე დაწვეს

13 ნოე 201908:59
3 წუთის საკითხავი
 
t1gm6m8gsul10sl.png

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები კვლავ დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ამჯერად სავაჭრო ცენტრში განთავსებული ნაძვის ხე დაწვეს. მანამდე პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გაუშვა. საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციელმა დემონსტრანტებს დამიზნებით ესროლა. ადგილობრივები სამართალდამცველებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების ტალღა ზაფხულში, ჩინეთში ექსტრადირების კანონპროექტის გაწვევით დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები შეიცვალა.

 


close დახურვა