logo
ENG



უხანის საველე ჰოსპიტალში მედიატური მოეწყო

11 აპრ 202017:29
3 წუთის საკითხავი
 
xs5zb94jzxtew4j.png

უხანის საველე ჰოსპიტალში მედიატური მოეწყო. კორონავირუსის სწრაფად გავრცელებისა და სამედიცინო დაწესებულებებში ადგილების არარსებობის გამო  კლინიკა ქალაქში ერთ კვირაში ააშენეს.  1500 პაციენტზე გათვლილი ჰოსპიტალი ავტომობილების სადგომზე მოეწყო. ვირუსის პიკი ჩინეთში თებერვალში გადაიარეს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ ქვეყანაში დაბრუნებულმა მოქალაქეებმა და ასიმპტომურმა პაციენტებმა შესაძლოა ინფექციის მეორე ტალღა გამოიწვიონ.

ბოლო 24 საათში ჩინეთში ვირუსის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 42 ე.წ. იმპორტირებული შემთხვევაა.


close დახურვა