logo
ENG



ფაშინიანის და მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა - არის მსხვერპლი

11 აპრ 202613:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/11/0sj4rt0wx2zuc3i.png

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთში ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა, არის მსხვერპლი.

მედიის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა დ 12 დაშავდა. 

გავრცელებული ცნობებით, პოლიციის ავტობუსი წინასაარჩევნო კამპანიისას საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების ავტობუსებთან ერთად ლორეს პროვინციაში მიემგზავრებოდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, ის საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს


close დახურვა