თქვენ იცით, რომ ჩვენ საქართველოსთან იმდენად კარგი ურთიერთობები გვაქვს, რომ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე საუბარიც კი ძნელია, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტს განუცხადა.
"დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში სომეხი ხალხი გაიმარჯვებს. რაც შეეხება რეგიონზე გავლენას, ვფიქრობ, დემოკრატია ყოველთვის მუშაობს რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სასარგებლოდ, დემოკრატია რეგიონული მშვიდობის ინსტრუმენტიცაა. ახლა საბედნიეროდ, ჩვენ მშვიდობიანი ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან, ღრმა და ფართო ურთიერთობა საქართველოსთან და ველოდებით თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას. ხოლო, პროექტი ტრამპის გზა შეცვლის თამაშის წესებს, სარგებელს მოუტანს ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყანას და სასარგებლო იქნება სომხეთისთვის, საქართველოსთვის, თურქეთისა და ირანისათვის... ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიულ რეფორმებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანი.
