logo
ENG



ფედერალისტების წევრი გიორგი სიხარულიძე, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს

25 ოქტ 202514:16
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/25/vd6fw590ovtf6t2.png

ფედერალისტების წევრი გიორგი სიხარულიძე, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. ამის შესახებ პარტიის ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

24 ოქტომბერს პროპაგანდისტულმა PosTV-იმ დაკავებულებად წინასწარ გამოაცხადა პირები, რომლებიც იმ დროისთვის დაკავებულები არ იყვნენ. მოგვიანებით პოსტივიმ ქარდი წაშალა, თუმცა მასზე აღნიშნული პირები: გიგა ლემონჯავა, ნიკა კვიტატიანი, თენგო კირთაძე, თამთა გოგოლაძე, გიორგი სიხარულიძე და ნატო სლეპაკოვა მოგვიანებით დააკავეს.

 

close დახურვა