logo
ENG



ფეიკ ნიუსი ახლა პრემიერზე ააგორეს, ამის უკან ოპოზიციური ძალები დგანან - თურნავა

04 ივნ 202013:07
3 წუთის საკითხავი
 
l8u8hc4vvqeacop.png

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება. 

მინისტრი პრემიერ-მინისტრის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებით, გავრცელებულ ინფორმაციას ფეიკ ნიუსს უწოდებს. 

„ბოლო თვეების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ ბევრი ფეიქ ნიუსის მნახველები ვართ. ზოგი ჩემს კოლეგებს ეხებოდათ, ზოგი პირადად მე მეხებოდა, ახლა პრემიერ-მინისტრზე ააგორეს. ამის უკან, რა თქმა უნდა, ოპოზიციური ძალები დგანან. ვინც ახლა თავს თამაშგარეთ გრძნობს, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და მართლაც, ძირითადი ინტერესი მთავრობის მიმართაა და მხარდაჭერაც ცალსახად ყველა რეიტინგში ჩანს. ასეთი ბოროტი სპეკულაციებით, რომელსაც მედიასაშუალებებიც იტაცებენ ცდილობენ, რომ ამაზე ყურადღების გადატანა მოხდეს. მოსახლეობას მგონი ეს ნაკლებად აინტერესებს და ტყუილად ვკარგავთ დროს ამ ფეიქ ნიუსზე“,-განაცხადა ნათია თურნავამ.


close დახურვა