საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას ბელარუსის წინააღმდეგ თბილისში გასამართი მატჩის გადადებას სთხოვს, უეფას გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სამშაბათს გახდება ცნობილი.
"იმედი მაქვს, უეფა გამონახავს ძალას, რომ ეს მატჩები ჩატარდეს მაშინ, როდესაც გულშემატკივრებს თამაშზე დასწრება შეეძლებათ. არ მგონია, უეფა ვერ აცნობიერებდეს იმ საფრთხეს, რომელიც კორონავირუსის გამო დგას - გულშემატკივარი ვერ გადაადგილდება ქვეყნებში", - განაცხადა დავით მუჯირმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა.
საქართველოში ამჟამად ოფიციალურად კორონავირუსით 25 ადამიანია ინფიცირებული.