logo
ENG



ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტთან - დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი

12 დეკ 201910:48
3 წუთის საკითხავი
 
8erlzpln1h869f7.jpg

 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძის ქუჩაზე ვითარება ისევ დაიძაბა. ერთმანეთს სამართალდამცველები და აქტივისტები დაუპირისპირდებენ. ვითარება ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადეს. აღსანიშნავია, რომ პოლიცია შენობაში არ უშვებს არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს, აგრეთვე მოძრაობა "ლელოს" წევრებს ანა ნაცვლიშვილსა და კახა კოჟორიძეს. 

ადგილზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთი წევრი ირაკლი კუპრაძე. 

 


close დახურვა