logo
ENG



ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა, დაკავებებისა და დაშავებული მოქალაქეების ფონზე შედგა

08 ნოე 201921:27
3 წუთის საკითხავი
 
idy8yp1bu8b3c9m.png

საქართველოს კინოთეატრებში ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები ყველა კინოთეატრთან არიან მობილიზებული და ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება, ქართველმა მაყურებლებმა ფილმის ნახვა მაინც შეძლეს. ფილმის პირველი სეანსი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან ისევ მობილიზებული.

ცოტა ხნის წინ სავარაუდოდ, აქციის ერთ-ერთი მონაწილე სეიძლოდ გახდა და ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ გაიზარდა დაკავებულთა რიცხვი, რომელიც აქამდე 11-ი იყო.

 


close დახურვა