logo
ENG



ფინანსები იწურება, ხალხი პანიკაშია - ქართველი ემიგრანტები ესპანეთში შველას ითხოვენ

30 მარ 202023:04
3 წუთის საკითხავი
 

ესპანეთში მყოფი ქართველი ემიგრანტის, ლევან სიმონიშვილის თქმით, ქართველი ემიგრანტები ევროპაში პანიკაში არიან - როგორც სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში" ლევან სიმონიშვილმა ისაუბრა, ადამიანებს ეწურებათ ფინანსები, მაგრამ სპეც. რეისები არც დაგეგმილა და ჯერ-ჯერობით არც იგეგმება.

​„დაბრუნების მსურველთა რიცხვი ყოველდღე იზრდება, ოთხასამდე ახლა. გერმანიის ანალოგიური სიტუაცია გვაქვს - არავინ გვაქცევს ყურადღებას. არ იგეგმება სპეც.რეისები, არადა ხალხს სურს დაბრუნება. ვფიქრობთ, ვის რა ელოდება, იწურება ფინანსები, პანიკაა ამაზე და ითხოვენ დახმარებას. ჩვენთან პირდაპირი რეისი არაა და არც იგეგმება ორი კვირის მანძილზე - იყო ერთი რეისი, „ბელავიას“ რეისი, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა რეისი არაა და არც იგეგმება. ბილეთები გაუუქმდა ბევრს, არიან დიდი ხნის ემიგრანტებიც და ტურისტებიც, ძალიან ბევრი სტუდენტია - მაგრამ ამაოდ. საკონსულო დამაიმედებელს ვერაფერს გვეუბნება", - ამბობს ლევან სიმონიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა მსხვერპლისა და ინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. 


close დახურვა