ფინანსებსა და კაპიტალის ხელმისაწვდომობის თემაზე შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფო უწყებებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების მთავარი თემა ქვეყანაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული პრობლემები და ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.