ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე სტუბის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ მან Associated Press-სთან ისაუბრა.
"დიდად ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მიმართ, ყოველ შემთხვევაში მიმდინარე წელს."- ამბობს ფინეთის პრეზიდენტი.
სტუბის თქმით, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ტრამპმა და ევროპელმა ლიდერებმა მაქსიმალურად უნდა გაზარდონ ზეწოლა პუტინზე და რუსეთზე, რათა მან სტრატეგიული აზროვნება შეცვალოს.
"პუტინს ძირითადად სურს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უარყოფა და ეს მიზნები არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც თითქმის ოთხი წლის წინ ომი დაიწყო"- თქვა ფინეთის პრეზიდენტმა
